vanis municipaliteti  
  

 

 

cixesulori
 

 სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი, ვანიდან 3 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ციხესულორი იყოფა ორ უბნად — ზედა და ქვედა ციხესულორად. 1981 წელს ზედა ციხესულორი შეუერთდა ქალაქ ვანს, 2000 წელს კი მიენიჭა სოფლის სტატუსი და ციხესულორის თემში გაერთიანდა, ასევე სოფლის სტატუსის მქონე ქვედა ციხესულორთან (თემის ცენტრი) ერთად. მოგვიანებით ზედა და ქვედა ციხესულორი კვლავ ერთ სოფლად გაერთიანდა.

სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ე. წ. ნაციხვარი, სადაც ადრინდელი, შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა. ციხის მიდამოებში 1973-1975 წლებში გათხრებს აწარმოებდა ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ერთ-ერ­თი რაზმი მარინე მიწიშვილის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. კლდო­ვან მა­სივ­ზე აღ­მო­ა­ჩენილ იქნა ელი­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დის კედ­ლის ნაშ­თი, კოლხური სას­მი­სები, ყურმილიანი დოქები, სა­რი­ტუ­ა­ლო ქოთ­ნები და ქვის ბირ­თ­ვის ფორმის საბ­რ­ძო­ლო ჭურ­ვები, რო­მე­ლიც, ყვე­ლა ნიშ­ნით, სამხრეთიდან იყო გას­რო­ლი­ლი ქა­ლა­ქის­კენ.

2012 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ილიას უნივერსიტეტის სტუ­დენ­ტურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, პროფესორ გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით, რის შედეგად სოფელში აღმოაჩინეს ანტიკური ქა­ლა­ქის სუ­რი­ო­ნის ნამარხი ფე­ნე­ბი, ანტიკური კრა­მი­ტე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი, კე­რა­მი­კის ნი­მუ­შე­ბი, ბრინ­ჯა­ოს სა­მა­ჯუ­რე­ბი და კოლხური კულტურის სხვა ნაშთები.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1135 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1410 647 763
2014  1135 564 571


















 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′39″ ჩ. გ. 42°29′07″ ა. გ.
თემი
ციხესულორი
ადრეული სახელები
 
ცენტრის სიმაღლე 70 მ
მოსახლეობა 1135 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,89 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი

 

 

ვანის გერბი ჩოხატაურის დროშა